+995 514 00 11 15
grandview.tbilisi@gmail.com
Hotel Grand View In Tbilisi
Hotel Grand View In Tbilisi
image
სასტუმრო Grand View in Tbilisi მდებარეობს ქალაქის ერთერთ უძველეს უბანში. საკმარისია ფეხით მხოლოდ 20 წუთი გაიაროთ, და თქვენ ისტორიულ ძველ თბილისში აღმოჩნდებით. ასევე უნდა ითქვას რომ, სასტუმროდან 50 მეტრის დაშორებით მდებარეობს მეტრო 300 არაგველი, რითაც რამოდენიმე წუთია საჭირო ნებისმიერი მიმართულებით გადასაადგილებლად.

სასტუმრო აღჭურვილია 6 მოდერნ-არტ სტილში გადაწყვეტილი ოთახით და თითოეულ მათქანს აქვს თავისი ასევე ძალიან კომფორტული ტერასა, ულამაზესი ხედებით. სასტუმროს სპეციფიკა არტ-დეკოს სტილს ემთხვევა, რასაც ადასტურებს მთლიანი ფერების შერწყმა და ნახატები. შესაბამისად, ყველაზე ხშირად აქ მოისმენთ ჯაზს და კლასიკას.

თუმცა, უმთავრესი თემატიკა, სასტუმროს ტერასებსა და ხედებში გამოიხატება. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ყველა ოთახს გააჩნია საკუთარი ტერასა, მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. სასტუმროს ასევე საკმაოდ დიდი მოცულობის, ცოცხალი ყვავილებით გაფორმებული საერთო ტერასები აქვს, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ მუსიკით, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელებით, ჩილიმის მომსახურებით, ივახშმოთ და დატკბეთ თბილისის პანორამული ხედებით. აუცლილებლად აღსანიშნავია, ყველა ოთახისა და საერთო სივრცის ხიბლი, უზარმაზარი მინის ვიტრაჟები, რაც უზრუნველყოფს ესთეტიური სიამოვნების გარეთ გაუსვლელად მიღებას.

სერვისი, როგორც დამოკიდებულება, სასტუმროს უმთავრესი საზრუნავია. ჩვენი მიზანია თითოეული სტუმარი თავს გრძნობდეს სტუმრად დიდ ქართულ ოჯახში. ჩვენი დამოკიდებულებაც სტუმრის მიმართ, ზუსტად ასახავს ქართული სტუმარ-მასპინძლობის პრინციპებს და თითოეული ადამიანი, გრძნობს, რომ ზუსტად იქ მოვიდა, სადაც ელოდებიან.

საუზმე, როგორც ხარისხის გარანტი, სასტუმროს კიდევ ერთი განსაკუთრებული იმპროვიზაციაა. ქართული და საერთაშორისო კერძების საინტერესო ნაზავი, მომზადებული პროფესიონალი ადამიანების მიერ, დილიდან დადებითი განწყობის გარანტიაა.

სასტუმროს აქვს საკუთარი ვენახები კახეთში, იქ მოწვეული ყურძნის ჯიშებით კი ვქმნით უმაღლესი ხარისხის ღვინოს, რომელიც კიდევ ერთ შთაგონებად შეიძლება ჩაითვალოს ღვინის სამშობლოში.

და ბოლოს, სასტუმრო Grand View in Tbilisi ყოველთვის მზად არის მიიღოს, გაუმასპინძლდეს, შეიყვაროს და დაეხმაროს ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ სტუმარს.скачать dle 12.1